ავტომობილის ძებნა


დახურვა
Toggle navigation logo logo

ქ. თბილისი

ვაჟა-ფშაველას N78ა

სამუშაო საათები

10სთ. - 22სთ.

+(032) 2 05 08 05

info@geoexpress.com
Toggle navigation logo logo
  • ძებნა
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ავტ. შესყიდვა
  • კონტეინერი
    • კონტეინერის ძებნა
    • კონტეინერის სურათები
  • სიახლეები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
მიუნხენში BMW M8-ს მწვანე აუნთეს!

service1
თარიღი: 2017-03-30

არაოფიციალური ინფორმაციით, BMW-მ მოდელ M8-ს წარმოებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც , როგორც „M8 ბლოგი“ იტყობინება, გერმანულ კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე წყაროს ცნობით, ახალი პროექტი, M8-ს სამი ძარით (კუპე, კაბრიოლეტი და გრან კუპე) გამოშვებას ითვალისწინებს. სამივე მე-8 სერიის ოჯახის უმაღლეს საფეხურს დაიკავებს.

მერვე სერია კი თავის მხრივ, მეექვსე სერიას შეცვლის. სამეულიდან ბაზარზე პირველი ორკარიანი კუპე გამოვა, რომლის პრემიერაც 2019 წელსაა მოსალოდნელი. ერთი წლის შემდეგ კი მას კაბრიოლეტი და კუპეს ტიპის სედანი (გრან კუპე) მოჰყვება.

ბავარიული კომპანია მე-8 სერიის სახელით კუპეს 1989-1999 წლებში აწარმოებდა, M8 მარკით კი ავტომობილი ჯერ არ გამოუშვია. მართალია, კონცეპტუალური M8 შემუშავებული ჰქონდა (რომელიცV12 ძრავით აღიჭურვა), თუმცა ამ ავტომობილმა კონვეიერამდე ვერ მიაღწია.

სერიული M8-ს ყველა ვერსიის კაპოტქვეშ, წყვილტურბოიანი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი განლაგდება, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. ამ ავტომობილით BMW კონკურენციას „მერსედეს-AMG-ს“ მოდელებს, S63-ს და S65-ს გაუწევს.


© Copy Right 2017 ყველა უფლება დაცულია.
  • Z. Khoperia